3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
რა ნივთები შეიძლება ჰქონდეთ აბიტურიენტებს გამოცდაზე და როდის შეუძლიათ ფაკულტეტების შეცვლა – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ისაუბრა.