„როიტერის ინსტიტუტის” ახალი კვლევის თანახმად, 2024 წელს სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელების მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა. ანალიტიკოსები ამას საარჩევნო წელს უკავშირებენ.
ამავე წყაროს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 72% აღარ ენდობა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალ ამბებს და უჭირთ ყალბი ამბების ამოცნობა.
სპეციალისტების შეფასებით, დეზინფორმაციის გავრცელებას ხელოვნური ინტელექტიც უწყობს ხელს, რაც მათი თქმით, აჩენს კითხვების ხელოვნური ინტელექტის ეთიკის ფარგლებში გამოყენების შესახებ.