მთავარიევროპაუკრაინასისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ სერგეი შოიგუსა და რუსი გენერლის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. მიზეზი არის ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მათ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაიდინეს.

სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. ჰააგის სასამართლოს პროკურორებმა განაცხადეს, რომ შოიგუ და გერასიმოვი ეჭვმიტანილნი არიან ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის გამო.

2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერიც გასცა. ამის მიზეზი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაცია იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend