მთავარიაზიასაუდის არაბეთიმაღალი ტემპერატურის გამო, ჰაჯის დღესასწაულზე 1300-ზე მეტი მომლოცველი დაიღუპა

მაღალი ტემპერატურის გამო, ჰაჯის დღესასწაულზე 1300-ზე მეტი მომლოცველი დაიღუპა

საუდის არაბეთში ჰაჯის დღესასწაულზე ძლიერი სიცხის გამო 1300-ზე მეტი მომლოცველი დაიღუპა, მათ შორის არიან ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ადგილზე ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ათასობით მომლოცველი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დაღუპულთაგან უმეტესობას არ ჰქონდა ჰაჯის დღესასწაულზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა. ამასთან, ისინი თაკარა მზის ქვეშ დადიოდნენ.

რეგიონში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ზაფხულის ტემპერატურა, რომელიც საუდის არაბეთისთვისაც კი ანომალიურია, დაკავშირებულია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან. ექსპერტების აზრით, მექის რაიონში საშუალო ტემპერატურა ყოველ ათწლეულში სტაბილურად 0,4 გრადუსით იზრდება.

მექაში სალოცავად წასვლა და ჰაჯის შესრულება, მუსლიმთა ერთ-ერთი უწმინდესი მოვალეობაა. წელს ჰაჯში მონაწილეობა დაახლოებით 1,8 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

მუსლიმები თვლიან, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეასრულონ ჰაჯი, თუ მათ  ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend