კალიფორნიაში ჩატარდა ყოველწლიური კონკურსი იმ ძაღლებისთვის, რომლებიც სილამაზით არ გამოირჩევიან.
გამარჯვებული ძაღლი განსაკუთრებული გარეგნობით არის ცნობილი და სწორედ ამიტომ ჯილდოს სახით მის პატრონს 5000 დოლარი გადაეცა. არცთუ ისე კარგი შესახედაობის მქონე ძაღლების კონკურსი კალიფორნიაში უკვე 50 წელია იმართება და მთავარი მიზანი საზოგადოების წახალისებაა, რომ მათ კიდევ მეტი მიუსაფარი ძაღლი აიყვანონ თავშესაფრიდან.
„„ველურ არსებას“ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავდა. ამ კონკურსში ის მანამდეც მონაწილეობდა, თუმცა ყოველთვის მეორე ადგილს იკავებდა. ახლა კი მივხვდით, რომ ის ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას. ძალიან საყვარელი ძაღლია და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. თავშესაფარში მყოფ ძაღლებს თავიანთი სახლი სჭირდებათ, ამიტომ გთხოვთ, აიყვანეთ, არ იყიდოთ“,- ამბობს ჟიურის ერთ-ერთი წევრი ფიონა მა.