ბათუმში ევროპის ქირურგიის საზოგადოების 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
სამდღიან კონფერენციაში მსოფლიოს 27 ქვეყნიდან ზოგადი, ონკოლოგიური, ენდოკრინული, ბარიარტრიული ქირურგები, ასევე, ინტერვენციული რადიოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის და რობოტული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტები ჯანდაცვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ.
კონფერენციის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ევროპის ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტმა გიორგი გიორგობიანმა და ევროპის ქირურგთა ასოციაციის წევრმა, თამაზ გვენეტაძემ ისაუბრა.