მთავარიმსოფლიოევროპაემანუელ მაკრონის პარტია ევროპარლამენტში მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძვის

ემანუელ მაკრონის პარტია ევროპარლამენტში მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძვის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა პირობა დადო, რომ  ახლადჩამოყალიბებულ ევროპარლამენტში გავლენიანი მესამე ადგილის დასაკავებლად დაუპირისპირდება იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მომხრე მემარჯვენე ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს (ECR).

მელონს რუმინელთა კავშირის ნაციონალისტური ალიანსიდან (AUR) ექვსი ახალი წევრი შეუერთდა. შესაბამისად, იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამოაზრეების რაოდენობა 83-ამდე გაიზარდა და სამი ადგილით გაუსწრო მაკრონის პარტია Renew Europe და მოიპოვა მესამე ადგილი.

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კონსერვატიულმა პარტიებმა ევროპარლამენტის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ფრანგულ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის ვადა მხოლოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე აქვთ.

ახლა მაკრონის პარტია ევროპარლამენტში მესამე ადგილისთვის იბრძვის. მაკრონის აზარტული თამაში ერთგვარი წყალგამყოფი მომენტია ევროკავშირის  ულტრამემარჯვენეების გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც აქამდე ევროპარლამენტს პოპულისტური ძალებისგან იცავდნენ.

იტალიაში G7-ის შეკრებაზე  მელონსა და მაკრონს შორის დაძაბულობა წარმოიშვა აბორტის უფლების შესახებ. იტალიის პრემიერის მემარჯვენე პარტიამ ,,იტალიის ძმებმა“ (FdI) ევროპარლამენტის არჩევნებში სოლიდური გამარჯვება მოიპოვა, რითაც მელონის შიდა ძალაუფლება გააძლიერა.

ამჟამად კომისიის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენია და, სავარაუდოდ, ევროპარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს 18 ივლისს უყრის. კანდიდატს ჯერ ევროკავშირის ლიდერების კვალიფიციური უმრავლესობის, შემდეგ კი ევროპარლამენტარების ნახევარზე მეტის, ანუ 361 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend