„ქართული ოცნება” გეგმავს, რომ „ოჯახური ღირებულებების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით ივნისის ბოლომდე მიიღოს.
„საქართველოს პარლამენტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონს პირველი მოსმენით ამ კვირაში მიიღებს” – ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა „ქართული ოცნების” ოფისში, მმართველი პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ. მან მედიასთან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ვეტოზე და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ამ ვეტოს დაძლევს. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს 13 ივნისს დაადო. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.