მთავარისაქართველოაუდიტის სამსახურმა 7 უწყების შესახებ რეკომენდაციები გასცა

აუდიტის სამსახურმა 7 უწყების შესახებ რეკომენდაციები გასცა

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე აუდიტის სამსახურის მიერ სამინისტროებისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს.

გენერალურმა აუდიტორმა სხვადასხვა სამინისტროს მიმართ სულ 62 რეკომენდაცია გასცა. აქედან ყველაზე მეტი დარღვევა ინვენტარიზაციის საკითხს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ სამინისტროები ან არ ატარებენ დროულ ინვენტარიზაციას, ან ვერ ახერხებენ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. შენიშვნები და რეკომენდაციები 4 მიმართულებით არის გაცემული: სამინისტროების ბალანსზე არსებული ფინანსური და ქონებრივი აქტივების მართვაზე, მოთხოვნა-ვალდებულებების შესრულებაზე, ქვეუწყებების ზოგადი კონტროლის სისუსტეებზე.

სამინისტროების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ დათქმული ვადის ამოწურვამდე ხარვეზებს გამოასწორებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტი იძულებული იქნება შესაბამისი ზომები მიიღოს.

ეს რეკომენდაცია ევროკავშირთან თავსებადობისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხორციელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend