მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმიას მსჯავრდებულებიც უერთდებიან

უკრაინის არმიას მსჯავრდებულებიც უერთდებიან

რუსული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა ქვეყანას „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემები გადაეცეს.

რუმინეთმა უკვე დადო პირობა უკრაინისთვის ამ სისტემის მიწოდების თაობაზე.

ახალწვეულების სიმცირის გამო კი უკრაინის ჯარში პატიმრების გაწვევა დაიწყო.

საავტორო უფლება-EBU

ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა 3000-ამდე მსჯავრდებულმა. ის, ვინც კონტრაქტს მოაწერს ხელს, სასჯელისგან გათავისუფლდება ერთი პირობით – მან იქამდე  უნდა იბრძოლოს,  სანამ რუსეთთან ომი არ დასრულდება.

ბოლო თვეებია, უკრაინულ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს. მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, ახალი კანონის მიზანი დამატებით ასეულობით ჯარისკაცის მობილიზებაა, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, დაამარცხონ რუსული იმპერიალისტური ამბიციები, რაც მისი თქმით, ევროპაში მშვიდობასა და თავდაჯერებულობას დააბრუნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend