30 ივნისს თბილისში ფესტივალი „კონტენტი“ გაიმართება, სადაც თავს მოიყრიან განსხვავებული და საინტერესო კონტენტის შემქმნელი ავტორები.
როგორც ამ პროექტის ინიციატორები ამბობენ, CONTENT-ის არსებობა და მისი ყოველწლიურად ჩატარება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, თავადაც დაიწყოს ამ მიმართულებით განვითარება.
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ფესტივალის ორგანიზატორი და პროექტის ავტორი, ირაკლი კაკაბაძე საუბრობს.