რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჯერად სამხრეთ კორეას ემუქრება, რომელიც სეულის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების შესაძლო გადაცემის საკითხს უკავშირდება.
„ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. და თუკი ეს მოხდება, მაშინ ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომლებიც ეჭვი მაქვს, სამხრეთ კორეის ხელისუფლებას არ მოეწონება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა და ფხენიანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ სამხედრო თანამშრომლობასაც გულისხმობს. პუტინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში არ უნდა ღელავდნენ ამ შეთანხმების გამო, რადგან ამ შეთანხმებაში ახალი არაფერია და იგი ცვლის უბრალოდ ძველ, 1960-იანი წლების პაქტს, რომელმაც არსებობა შეწყვიტა.