მთავარიEUROPEN UNIONმწვანეთა პარტია ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარს უჭერს

მწვანეთა პარტია ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარს უჭერს

ევროპარლამენტის „მწვანეთა“ ჯგუფის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს  ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გერმანელი ევროპარლამენტარი ტერი რეინტკე და ჰოლანდიელი დეპუტატი ბას ეიკჰაუტი პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე მწვანეთა/EFA-ს ახალ თანაპრეზიდენტებად დაინიშნნენ.

მათ მემარჯვენე-ცენტრისტულ „ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP) უკვე გაუგზავნეს შეტყობინება კოალიციის შექმნის შესახებ. თუმცა, „მწვანეები“ ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას  მწვანე გარიგებასთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის პარტიის მთავარი პრიორიტეტია.

ევროპის ,,სახალხო პარტიაში“ კი აზრთა სხვადასხვაობაა „მწვანეების“ კოალიციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„მწვანეების“ პარტია არ გამორიცხვას სხვა ჯგუფებთან კოალიციას. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მუდმივ კონსულტაციებსაც მართავენ.

სოციალისტებს სურთ, „მწვანეები“ უმრავლესობაში იხილონ. შეხვედრაზე პარტია „მწვანეების“ წარმომადგენლებმა  ისაუბრეს თავიანთ უპირატესობაზე, რათა მიაღწიონ შეთანხმებას კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend