მთავარისაქართველოსამხრეთ კავკასიის რეგიონის თანამშრომლობა და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

სამხრეთ კავკასიის რეგიონის თანამშრომლობა და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

დღეს, 20 ივნისს, თბილისში სამხრეთ კავკასიის რეგიონის თანამშრომლობის და საგარეო პოლიტიკის გამოწვევების შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ ქართველი და საერთაშორისო ანალიტიკოსები, მათ შორის, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. „კონრად ადენაუერის ფონდის” სამხრეთ კავკასიის ოფისისა და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მომხსენებლებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გადაიქცეს სამხრეთ კავკასია პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონად და რამდენად შესაძლებელია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რეალურად გამოიყენონ ის პერსპექტივები, რომლებიც დღეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნის ფონზე ეძლევათ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ინტეგრაციის იდეა დიდი ხანია არსებობს და მან რამდენიმეჯერ იცვალა სახე. ამიერკავკასიის ფედერაციიდან, საბჭოთა ინტეგრაციის პროცესებიდან დაწყებული ე.წ. „კავკასიის ბენილუქსის“ მოდელამდე არაერთი მცდელობა ყოფილა ქვეყნებს შორის ღრმა თანამშრომლობის, თუმცა ეს პროექტები ძირითადად ხანმოკლე იყო და შეზღუდული წარმატებით სარგებლობდა.

მომხსენებლების თანახმად, საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ისტორიული კავშირები და საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საფუძველს იძლევა. დამატებითი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში. ხელშემწყობი ფაქტორია ევროკავშირის განახლებული ინტერესიც ამ რეგიონის მიმართ.

თუმცა ბევრია გამოწვევაც, მათ შორის საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა და დემოკრატიული უკუსვლა, რამაც შესაძლოა მთელს რეგიონზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

პრობლემად რჩება საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ განსხვავებული პოზიციები სამი ქვეყნის მხრიდანაც, რაც რეგიონის დაუცველობას უსვამს ხაზს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend