თბილისში „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” მიერ დაფუძნებული ლიდერობის სამიტი გაიმართა – LEADx. მასში მონაწილეობის მისაღებად ბევრი საერთაშორისო ექსპერტი და პროფესიონალი ჩამოვიდა საქართველოში. ისინი საუბრობდნენ დემოკრატიაზე, ლიდერობაზე, დეზინფორმაციასა და მრავალ სხვა პრობლემაზე, რომლებიც რეგიონში განსაკუთრებით აქტუალურია.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სწორედ ამ პრობლემებზე ისაუბრეს „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” გენერალურმა დირექტორმა ენტონი ბორდენმა და ამავე ინსტიტუტის კავკასიისა და მოლდოვის რეგიონული პროგრამების დირექტორმა ბექა ბაჯელიძემ.