მთავარიმსოფლიოევროპაგანსხვავებული და რთული კლიმატური ვითარებაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში

განსხვავებული და რთული კლიმატური ვითარებაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში

ევროპის კონტინენტზე ზოგან ძლიერი სიცხეა, ზოგან კი ქარიშხალი და წვიმა. გერმანიის საქსონიის რეგიონში უამინდობის გამო ელექტროგადამცემი ხაზები და სახლების სახურავები დაზიანდა.

სერბეთსა და რუმინეთში კი აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი ანტიციკლონის ფონზე ძლიერი სიცხეა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნებში ძლიერი სიცხე მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება და ზოგიერთ ადგილას 40 გრადუსსაც კი მიაღწევს.

სერბეთს ამ სეზონის პირველი სითბური ტალღა დაატყდა თავს.  ქვეყანაში მაღალ ტემპერატურას ელიან, რომელიც სულ მცირე მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. დღევანდელი დღის პროგნოზით,  ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების ვარაუდით კი,  აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი ანტიციკლონის ფონზე შესაძლოა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 40 გრადუსამდეც ავიდეს.

18 ივნისს დაწყებული სითბური ტალღის გამო რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მცხოვრებლებიც ძლიერი სიცხეებისთვის ემზადებიან. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსიც კი იყოს.

ადგილობრივი მოსახლეობა პარკებსა და შადრევნებთან ცდილობს გაგრილებას.

საავტორო უფლება
– AP Photo/Vadim Ghirda

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სააგენტოს „კოპერნიკუსის“ ინფორმაციით, გასული მაისი ისტორიაში ყველაზე ცხელი გამოდგა. ყოველთვე იზრდება რეკორდული მაჩვენებელი.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კი ჭექა-ქუხილი, ძლიერი ქარი და წვიმა იყო. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლების სახურავები.

საქსონიის მაისენის რაიონში უამინდობის  გამო საგანგებო სამსახურში არაერთი ზარი შევიდა.  გუშინ  ქვეყანაში ტორნადოს ელოდნენ, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა. ტორნადოს დროს ჭექა-ქუხილს ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი მოჰყვება ხოლმე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend