მთავარიამერიკაეკვადორიამ სოფელში ქალებს ფეხბურთის თამაშის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ თავიანთი თამაში გამოიგონეს

ამ სოფელში ქალებს ფეხბურთის თამაშის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ თავიანთი თამაში გამოიგონეს

ეს მარია დოლორეს გუდინანგო ვასკესია. ის ერთ-ერთია იმ ქალებისგან, რომლებმაც ჩრდილოეთ ეკვადორის სოფელში ქალებისთვის ახალი სპორტი შექმნეს. ტურუკუში მანამდე მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ რაიმე სპორტის თამაში…

როგორც ქალების გუნდში ამბობენ, მათ მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ სპორტის თამაში მხოლოდ მამაკაცებისთვისაა. ხელბურთის ახალი სტილის გამოგონებით კი უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ქალები მხოლოდ დიასახლისები ან ბავშვების აღმზრდელები არ არიან.

„ჩვენი მიზანი გამარჯვება არაა. გვინდა, რომ რუტინულ ყოველდღიურობას გავექცეთ და ჩვენს თავებს დრო დავუთმოთ“, – ამბობს სიზა დე ლა კრუზი.

„თამაშისას სახლის პრობლემები გვავიწყდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ დროებით“, – ამბობს მარია დოლორეს გუდინანგო ვასკესი.

მარია ზოილა კვინჩიგუანგოს თქმით, „სირბილი, სიცილი, მომენტით ტკბობა და ფიზიკური აქტივობა საშუალებას გვაძლევს ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ჩვენი პრობლემები“.

ეკვადორელი ქალები ტრადიციულ კაბებში გამოწყობილები თამაშობენ ხელბურთს. კაბა აუცილებლად შავი ან ლურჯია, ხოლო მაისური თეთრი ფერადი ყვავილებით. მოედანზე სათამაშოდ შვილებთან, შინაურ ცხოველებთან ერთად მიდიან, ხოლო გულშემატკივრები სოფლის მცხოვრები მამაკაცები არიან.

ტურუკუში ამ სპორტს მხოლოდ ქალები მისდევენ. ხელბურთის თამაში 25 წუთს გრძელდება და მოთამაშეების მიზანი ბურთის მოპოვება და მისი კარში შეგდებაა. ბურთი ყოველთვის ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, ხოლო თამაშს მეკარე არ ჰყავს. ტურუკუელი ქალების ხელბურთში არც ტრადიციული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი პოზიციები არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend