მთავარიმსოფლიოევროპათურქეთსა და უნგრეთში ძლიერი სიცხეა

თურქეთსა და უნგრეთში ძლიერი სიცხეა

თურქეთს ძლიერი სითბური ტალღა დაატყდა თავს. ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. ძლიერ სიცხეს ქვეყნის ზოგიერთ ადგილას უარყოფითი შედეგი აქვს. ტენიანობა ისევე, როგორც ტემპერატურა, სეზონის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს. ადგილობრივი მოსახლეობა ზღვის სანაპიროებზე ცდილობს გაგრილებას.

უნგრეთშიც ძლიერი სიცხეა. ქვეყნის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა სიცხესთან დაკავშირებული გაფრთხილების უმაღლესი, მესამე დონე გამოაცხადა, რომელიც მთელ ქვეყანაში ძალაში შევა შუაღამიდან და შაბათამდე გაგრძელდება.

ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, მიიღონ ბევრი სითხე, განსაკუთრებით კი წყალი. მათი ვარაუდით,  ოთხშაბათს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იქნება.

საავტორო უფლება – AP/Andrew Medichini

გერმანიაში კი, კერძოდ ლაიფციგის აუგუსტუსპლატცზე,  ჭექა-ქუხილისა და მოსალოდნელი  წვიმის გამო ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივართა ზონა დროებით დაიხურა. თუმცა ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში ორგანიზატორებმა შესაძლოა ხელახლა გახსნან სივრცე.

საავტორო უფლება – AP/Andrew Medichini

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა იქნება რაინლანდპფალციდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამდე და ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში. სინოპტიკოსები ამ რეგიონების მოსახლეობას  მოსალოდნელი ავდრის შესახებ აფრთხილებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend