მექაში, ყოველწლიური ჰაჯის დღესასწაულის დროს სიცხისგან 577 პილიგრიმი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 320 ეგვიპტის, 60-მდე იორდანიის მოქალაქეა.
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, მუსლიმანთა წმინდა ადგილას ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას 1,8 მილიონი ადამიანი ესწრება.
მექაში მილიონამდე პილიგრიმია ჩასული. მომლოცველები არაფატის მთაზე იკრიბებიან და ყურანს კითხულობენ. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წელსაც დააწესა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.https://t.co/ItkD04Rol3
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) June 14, 2024
გავრცელებული ინფორმაციით ჰაერის ტემპერატურა მექაში 50 გრადუსს აღწევს, რის გამოც ათასობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ღაზაში, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, წელს მექაში ჩასვლა პალესტინელი მომლოცველების უმეტესობამ ვერ შეძლო.