ქართველი ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად – დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ახალი პროექტი დაიწყო.
ფონდმა პირველი ქალი ნობელიანტის, შვედი ავტორის, სელმა ლაგერლოფის წიგნი „ლეგენდები ქრისტეზე“ გამოსცა. პროექტის შინაარსი მოიაზრებს წიგნისა და ნახატების აუქციონის წესით გაყიდვას.
რას მოიცავს პროექტი – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში კახა ჯანაშვილი, ფონდის დამფუძნებელი, დირექტორი და ბესო სოლომანაშვილი, მწერალი, კინორეჟისორი საუბრობდნენ.