საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ისაუბრა.