მთავარიმსოფლიოNATOნატოს გენერალური მდივანი აშშ-ში უილსონის ცენტრში სიტყვით გამოვიდა

ნატოს გენერალური მდივანი აშშ-ში უილსონის ცენტრში სიტყვით გამოვიდა

უკრაინისადმი მიმართულმა აგრესიამ  ევროპაში  კონფლიქტის გავრცელების რისკი გაზარდა. ამ ფონზე ნატოს 20-ზე მეტი ქვეყანა ალიანსის თავდაცვითი ხარჯების მიზანს აღწევს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე   უილსონის ცენტრში ყოფნისას განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპაში შეერთებული შტატების ყოფნა სამხედრო თვალსაზრისით.

თუმცა,  მისი თქმით, ევროპელებიც წინა წლებთან შედარებით,  კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ბევრად მეტს აკეთებენ,  ისინი ხელმძღვანელობენ საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

იენს სტოლტენბერგი დასძენს, რომ მათ გაზარდეს თავიანთი ძალების მზადყოფნის დონე და გააძლიერეს ნატო ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ძალების გაწევრებით.

გასულ წელს ნატოს წევრ ქვეყნებში შეთანხმდნენ, რომ მათი მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვას მოხმარებოდა.

სავარაუდო მაჩვენებელი კი თითქმის ოთხჯერ მეტია იმ ხარჯზე, რომელიც 2021 წელს ნატოს 32 წევრ ქვეყანას  თავდაცვის უზრუნველსაყოფად ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend