უკრაინაში რუსეთის ომი კიდევ უფრო ცხელ ფაზაში შედის. კიევში საუბრობენ, რომ პუტინი მზადაა, ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ, თუკი მიხვდება, რომ რუსული საოკუპაციო არმია მარცხდება.
საყურადღებოა, რომ კრემლმა და მინსკმა ერთობლივი სწავლებაც გამართეს არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების გამოყენებით.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბირთვული იარაღის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.
ამ საკითხებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში, ანალიტიკური ორგანიზაციების „ჯეოქეისისა“ და „ჯისაკის“ მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა.