მთავარიაზიაღაზაისრაელის არმია ღაზაში ყოველდღიურ ტაქტიკურ პაუზას აიღებს

ისრაელის არმია ღაზაში ყოველდღიურ ტაქტიკურ პაუზას აიღებს

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ყოველდღიურად რამდენიმე საათით შეწყვეტს ბრძოლას იმისათვის, რომ ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

ტაქტიკური პაუზის მიზანია, დახმარება მიაწოდონ იმ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდნენ.

სამხედრო აქტივობები შეწყდება დილის რვიდან საღამოს შვიდ საათამდე, რაც საშუალებას მისცემს დახმარებით დატვირთულ მანქანებს, ქერემ შალომის გადასასვლელიდან უსაფრთხოდ იმოძრაონ სალაჰ ად-დინის გზატკეცილზე, რომელიც სამხრეთსა და ჩრდილოეთს აკავშირებს.

გადასასვლელზე ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როდესაც ისრაელის ძალები რაფაჰში შევიდნენ.

ამ მარშრუტის გამოყენებით ასევე გაიზრდება დახმარების მიწოდება ღაზის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხან-იუნისში, მუვასისა და ცენტრალურ ღაზაში.

საავტორო უფლება AP

საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად მოუწოდებს ისრაელს, დააკმაყოფილოს პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებები, რომელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ისრაელის რაფაჰში შეჭრით.

წყლის დეფიციტი მწვავე საკითხია ღაზის იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც მაღალი ტემპერატურის პირობებში მათ ლტოლვილთა ბანაკებში  მოწყობილ პლასტმასის კარვებში უწევთ ცხოვრება.

საავტორო უფლება AP

ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად მოშლილია.  ისრაელელ სამხედროებს  სამოქალაქო ნაგებობების განზრახ განადგურებაში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ ეს მათთვის ერთგვარი ომის იარაღია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend