,,დიდი შვიდეულის“ დასკვნით პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის საჯარო გამოსვლამ ინტერპრეტაციის საშუალება არ დატოვა. ის G7 -ის სხვა ლიდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მას უფრო ძლიერი და მკაფიო გზავნილები ჰქონდა, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა გუნდმა, ,,იტალიის ძმებმა“, ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო. სამიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან მიიღებს 50 მილიარდ დოლარს.
„ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა აგრესიულმა ქვეყანამ მომავალს სხვა თვალით შეხედოს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.
პოლიტოლოგები G7-ში მონაწილე ლიდერებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ლიდერები უკრაინას გაძლიერებულ მხარდაჭერას სთავაზობენ, პარალელურად ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კი შერბილებულ პოზიციას იჩენენ. ექსპერტები მათ აბორტთან დაკავშირებული საკითხების არარსებობის გამოც აკრიტიკებენ.
,,დიდი შვიდეულის" 50-ე საიუბილეო სამიტი, უკრაინის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით გაიხსნა.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა.https://t.co/lEaSyQ5tkG
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) June 14, 2024
,,დიდი შვიდეულის სამიტზე“ სტუმრად იმყოფებდა რომის პაპი ფრანცისკეც, რომელსაც უპირობოდ ჯორჯია მელონის პოლიტიკის მხარდამჭერად გამაძლიერებლად მიიჩნევენ. იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის კონსენსუსი აფრიკის კონტინენტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხია. მელონის მიზანია ასევე სამიტში სამხრეთ ქვეყნების ჩართვა, რათა G7 უფრო ინკლუზიური იყოს.