მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიკიბერუსაფრთხოება და ქალები

კიბერუსაფრთხოება და ქალები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია კიბერუსაფრთხოების გენდერული ასპექტების შესახებ კონფერენციას გამართავს

რა რისკები არსებობს ქალებისთვის ონლაინსივრცეში და რით არის გამოწვეული კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობა — ამ თემებზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოების გენდერული ასპექტების შესახებ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.

განსახილველ საკითხებს შორისაა კიბერშევიწროება, ადევნება და კიბერდანაშაული გენდერული ნიშნით.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება” ანალიტიკოსმა, მედეა გუგეშაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend