მთავარიგადაცემებიSmart Regionsჰეროდოტეს პროექტი: ციფრული ხიდი კვიპროსსა და ჩრდილეთ ეგეოსის ზღვის რეგიონის მდიდარ მემკვიდრეობასთან

ჰეროდოტეს პროექტი: ციფრული ხიდი კვიპროსსა და ჩრდილეთ ეგეოსის ზღვის რეგიონის მდიდარ მემკვიდრეობასთან

ჰეროდოტეს პროექტი უნიკალური ინიციატივაა კვიპროსისა და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის რეგიონში არსებული ისტორიული არქივების დაცვის თვალსაზრისით. ეს პროექტი მოიცავს აუდიო და ვიზუალურ მასალას, ასევე მუსიკას, მაუწყებლობებისა და ადგილობრივი გაზეთების მასალების არქივებს.

კვიპროსსა და ეგეოსის ზღვის საბერძნეთის  კუნძულებს  საერთო წარსული აკავშირებთ. ამ ადგილებში შემონახულია 10 ათასი უნიკალური ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფაილი, რომლებიც გადაიტანეს ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი კი მოხერხდა ევროკავშირის პროექტ „ციფრული ჰეროდოტე II-ის“  ფარგლებში.

“ჩვენი არქივი უნიკალურია იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ტელე და რადიოსადგური 1957 წლიდან 1992 წლის ჩათვლით. ამიტომ ვცდილობთ არქივის გაციფრულებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ევროპის ისტორიის ნაწილია“, – ამბობს თანასის ცოკოსი, კვიპროსის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის (CyBC-ის) გენერალური დირექტორი და არქივის ხელმძღვანელი.

გაციფრულებული ფაილები დაცულია კვიპროსის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის არქივში, რომელიც მოიცავს რამდენიმე ასეული საათის ხანგრძლივობის აუდიოვიზუალურ, აუდიო და მუსიკალურ ფაილებს 1950-წლებიდან მოყოლებული 90-იანი წლების ჩათვლით უამრავ თემაზე. ეს, ფაქტობრივად, არქეოლოგიური გათხრის ტოლფასი იყო.

„ჯერ უნდა აღვადგინოთ მასალა, შემდეგ გავაციფრულოთ და მხოლოდ ამის მერე ვადგენთ, თუ ვინ არის აღბეჭდილი ფოტოებზე, ვინ გამოდის დოკუმენტურ ფილმებსა თუ რადიორეპორტაჟებში. ასე რომ, ეს ძალიან რთული პროცესია“, – განმარტავს თანასის ცოკოსი, კვიპროსის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის (CyBC-ის) გენერალური დირექტორი და არქივის ხელმძღვანელი.

27 სპეციალისტმა ფრთხილად შეარჩია, აღადგინა, დოკუმენტურად დაადასტურა და შეინახა მასალები. ამჟამად „ციფრული ჰეროდოტეს“ პლატფორმაზე ეროვნული ტელევიზიის არქივის 20 პროცენტია ხელმისაწვდომი.

“მასალა არჩევა ადვილი არ იყო. არქივში დაცული 2500 საათიდან მხოლოდ 400-საათიანი მასალა უნდა შეგვერჩია“, – ამბობს ფივია სავა, „ჰეროდოტე II-ის“ პროექტის მენეჯერი.

პროექტ „ციფრულ ჰეროდოტეზე“ საერთო ჯამში ერთი მილიონი ევრო დაიხარჯა, საიდანაც 85 პროცენტი ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 15 პროცენტი – კვიპროსისა და საბერძნეთის ხელისუფლებებმა.

საზოგადოებისთვის ღია მონაცემთა ბაზის პლატფორმაზე ადგილობრივი გაზეთებიდან აღებული ნახევარი მილიონი გვერდია გაციფრულებული.

“უნდა აღვნიშნო, რომ ამ პლატფორმის გამოყენება ძალიან ადვილია. როდესაც რამეს ვეძებ, 10, 20 ვიდეოს ვპოულობ“, – განმარტავს ჟურნალისტი მარინა სქიზა.

კვიპროსისა და ეგეოსის ზღვის ისტორიას ამ პლატფორმაზე, ფაქტობრივად, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით გაეცნობით.

პლატფორმას დაახლოებით 330 ათასი მნახველი ჰყავს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. ამ პლატფორმის გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეუძლიათ. მაგალითად, ნიქოზიის ყრუ-მუნჯთა სკოლის მოწაფეები აქ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობენ.

1974 წელს თურქეთის შეჭრის დროს ეს სკოლა ლტოლვილთა ბანაკის ფუნქციას ასრულებდა და ახლა ეს პროექტი მოწაფეებს საკუთარ ისტორიასთან აკავშირებს.

ავტორი: კრისიტინა ხინერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend