GALT&TAGGART-ის თანახმად, 2024 წლის აპრილში თბილისში 3,220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად თითქმის 25%-იანი ზრდაა.
გაყიდული ბინების ნახევარი მოდის დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებზე. GALT&TAGGART-ის მიმოხილვის თანახმად უძრავი ქონების გაყიდვები თბილისის ყველა რაიონში გაიზარდა კრწანისისა და მთაწმინდის გარდა. გამოკითხვა 2024 წლის აპრილში 14 სისტემურ დეველოპერთან ჩატარდა, რომელიც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში GALT&TAGGART-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ზურაბ თავყელიშვილმა ისაუბრა.