Black Sea Arena 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა არაფერს ამბობს კონცერტის გაუქმების კონკრეტულ მიზეზზე.
Black Sea Arena-ს განცხადებაში წერია მხოლოდ ის, რომ ბილეთების მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.
25 აპრილს ჯგუფს მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიმართა და მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე ქვეყანაში არსებულ „საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას“ გასცნობოდნენ.
3 მაისს ბენდმა პლატფორმა X-ზე თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოს თან ერთოდა ტექსტიც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ MASSIVE ATTACK-ი სოლიდარობას უცხადებდა სტუდენტებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ სახელმწიფოს ძალადობრივ რეპრესიებს.