აშშ-ში საკონდიტრო ნაწარმის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს გახლავთ პრესტიჟული შეფების კონკურსი, რომელსაც შეერთებული შტატები პირველად მასპინძლობს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცხრა ქვეყნის შეფმზარეულები წარმატებისთვის იბრძვიან, ნიუ-ორლეანს კი შესაძლებლობა აქვს, საზოგადოებას თავისი ცნობილი კულინარიული კულტურა აჩვენოს.
მსოფლიოს კულინარიულ ოლიმპიადაში მონაწილე კონდიტრებიდან საუკეთესოს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური. კონდიტრები სხვადასხვა ინგრედიენტისგან ამზადებენ საკონდიტრო ნაწარმს.
ამასთან, აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი უნარები. კულინარიული კონკურსი არ არის მხოლოდ განსაკუთრებული კულინარიული უნარების წარმოსაჩენი პლატფორმა, ეს არის ერთგვარი სცენა კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების საჩვენებლადაც. ღონისძიებების გამარჯვებულები 2025 წელს საფრანგეთში “კულინარიული ოლიმპიადის” ფინალში იასპარეზებენ.