11-12 ივნისს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღსადგენად.
კონფერენციაზე უკვე გამოვიდა სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმ მეთოდებზე, რომლითაც რუსეთი ცდილობს გავლენა მოიპოვოს მეზობელ ქვეყნებზე.
,ჩვენ ყველა მიმართულებით ვცდილობთ წინააღმდეგობის გაწევას. სამხედრო მიმართულებით, ქვეყნის დაცვის მხრივ. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევინარჩუნოთ ევროპული ცხოვრების წესი, რომელიც ნადგურდება ყველგან სადაც პუტინი აქტიურობს, სადაც რუსეთი დგამს ფეხს. ეს იწყება საზოგადოების დაყოფით და ჰიბრიდული ომით, როგორც მოლდოვასა და საქართველოში. შემდეგ კი ჩვენ მოწმენი ვხდებით ტოტალური ომისა, როგორიცაა ომი უკრაინის წინააღმდეგ.“
The Ukraine Recovery Conference #URC2024 is being held in Berlin, Germany, on June 11-12.
See the agenda and watch a live stream of the event here: https://t.co/XYQ0po1xqy pic.twitter.com/AUqreTKksl— UNDP Ukraine 🇺🇦 (@UNDPUkraine) June 11, 2024
უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მთავრობების მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
კონფერენცია ოთხ თემატურ მიმართულებად არის დაყოფილი. კერძო სექტორის მობილიზება ეკონომიკური ზრდისთვის, სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა და ევროკავშირში გაწევრიანება.