უნგრეთში ევროკავშირის არჩევნებზე ვიქტორ ორბანის პარტიას დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწია არჩევნებზე უპირატესობის მოსაპოვებლად. უნგრეთის მმართველი პარტია ,,ფიდესი“ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დელეგატიდან 11-ს გაგზავნის.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უნგრეთის ევროკავშირში გაწევრების შემდეგ „პარტია ,,ფიდესმა“ ყველაზე ცუდი შედეგი დადო ამ არჩევნებზე.
Hungary, European Parliament election today:
Seat distribution based on 99.97% of the polling stations counted
Fidesz/KDNP-NI|EPP: 11 (-2)
TISZA→EPP: 7 (new)
DK/MSZP/P-S&D|G/EFA: 2 (-3)
MH~NI: 1 (+1)
Momentum-RE: 0 (-2)
Jobbik-NI: 0 (-1)+/- vs. 2019 election
Source:… pic.twitter.com/LciWyDMVQi
— Europe Elects (@EuropeElects) June 10, 2024
2019 წლისგან განსხვავებით, როდესაც მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა 52%-ს შეადგენდა, 2024 წელს 44%-მდე შემცირდა. შედეგად ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირეებმა ევროპარლამენტში მხოლოდ 11 ადგილი მოიპოვეს. მათ ორი ადგილი დაკარგეს ევროპის პარლამენტში.
,,ფიდესის“ წარუმატებლობა დიდწილად უნგრეთში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენამ განსაზღვრა. მან ბოლო თვეებში ორბანის ძალაუფლების შესუსტება შეძლო. ევროკავშირის არჩევნებზე მეორე ადგილი პიტერ მაგიარის პარტია „ტიზამ“ დაიკავა ხმათა 30%-ით, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დაგროვებულ ხმებს აღემატება.
📜 @PM_ViktorOrban: Summarizing the result of the European Parliament elections, we could send it to Brussels in a telegram that reads:
🛑 Stop migration! Stop gender! Stop war! Stop Soros! Stop Brussels! 🛑 pic.twitter.com/yqryRwDSKU— Zoltan Kovacs (@zoltanspox) June 9, 2024
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანმა არჩევნების შედეგები უნგრეთში დემოკრატიის განვითარებას დაუკავშირა, მისმა კონკურენტმა პიტერ მაგიარმა საპირისპირო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს არის დასასრულის დასაწყისი და „ის, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, არის პოლიტიკური მეწყერი“.
ამავდროულად, ევროკავშირმა უნგრეთს 20 მილიარდ ევროზე მეტი გაუყინა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სტანდარტების დარღვევის გამო. ამასთან, ორბანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რაც არაერთხელ დადასტურდა ორბანის ოფიციალური განცხადებებით.