მიმდინარე წლის 20 ივნისს, თბილისში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის, ასევე „ფლეტჩერის“ სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მასპინძლობით – ლიდერობის საერთაშორისო სამიტი გაიმართება.
სამიტს დაესწრებიან ექსპერტები და სპეციალისტები, ისინი გაერთიანდებიან ისეთი მნიშვნელოვანი დისკუსიების გარშემო, როგორებიცაა: ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი დემოკრატია, დეზინფორმაცია, მმართველობა, ლიდერობა და მეწარმეობა.
სპიკერებს შორის კი იქნებიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური, მედია და აკადემიური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამიტის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ღონისძიების თანაორგანიზატორმა ზვიად აძინბაიამ ისაუბრა.