ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ ღაზას ორ საავადმყოფოში სამედიცინო მარაგის მიწოდების ამსახველ კადრებს ავრცელებს.
Despite significant constraints to our operation due to the ongoing war, a @WHO truck carrying @eu_echo -supported treatments for noncommunicable diseases such as hypertension and cardiac conditions, type 2 diabetes, and chronic respiratory diseases arrived in #Gaza via the Karem… pic.twitter.com/wsst2BkWxx
— WHO in occupied Palestinian territory (@WHOoPt) June 7, 2024
ისრაელის ძალებმა კამალ ადვანისა და ავდას საავადმყოფოები დაბომბვის შემდეგ მაისში დაიკავეს. ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა, რომ საავადმყოფოები აღარ ფუნქციონირებდა.
კამალ ადვანის საავადმყოფოს დირექტორის ჰოსამ აბუ საფიას თქმით, საავადმყოფოში მუშაობა განახლდა ჯანმოს წარმომადგენლების დახმარებით, რომლებიც მათ აუცილებელი აღჭურვილობითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.
ახლა კვლავ ფუნქციონირებს დიალიზის, პედიატრიული ქირურგიის, ინტენსიური თერაპიის, სამშობიარო, მიმღები და გადაუდებელი განყოფილებები. დირექტორი ჯანმოს მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც მიაწოდეს და იმედი აქვს, რომ ამას რეგულარული ხასიათი ექნება და შეძლებენ ღაზის ჩრდილოეთში მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ სამედიცინო დახმარების გაწევას.
ჯანმომ საავადმყოფოებს სამედიცინო მარაგის გარდა, საწვავიც მიაწოდა. ჯანმოს წარმომადგენელი ათანასიოს გარგავანისი ამბობს, რომ ისინი მათ ჩრდილოეთიდან, კამალ ადვანის საავადმყოფოდან პაციენტის სამხრეთისკენ გადაყვანაშიც ეხმარებიან. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ჯანდაცვის სისტემას მთელ ღაზაში და ყველაფერს აკეთებს, რომ აღდგეს ამ საავადმყოფოში მუშაობა მას შემდეგ, რაც ის 22 მაისს ისრაელის ძალებმა დაიკავეს. გარგავანისი ფიქრობს, რომ დაუშვებელია საავადმყოფოების მილიტარიზაცია.
🚨The Palestine Red Crescent ambulance crews retrieved five martyrs and several injured in two separate attacks in the central governorate. #Gaza
📷 Filmed by PRCS volunteer: Mousa Al-Qattawi pic.twitter.com/BWx300ogIj— PRCS (@PalestineRCS) June 10, 2024
აია ნოფალი, რომელსაც ისრაელის იერიშის შედეგად ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ასევე სხვა მრავალი ტრავმა მიიღო, გახარებულია, რომ მკურნალობის გაგრძელების მიზნით ჯანმოს იგი სხვა დაწესებულებაში გადაჰყავს. მას იმედი აქვს, რომ ახალი პროთეზიც ექნება და ტკივილიც გაივლის. აია ნოფალი დარწმუნებულია, რომ ჯანმო სხვა პაციენტებზეც იმავენაირად იზრუნებს.
ჯანმოს ინფორმაციით, სამედიცინო ევაკუაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ისრაელმა სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე კონტროლი დაამყარა.