„ნატოს ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა და დარწმუნება იმაში, რომ ვთანხმდებით, ჩემი, როგორც ნატოს გენერალური მდივნის სამუშაოს ნაწილია“ – განაცხადა სტოლტენბერგმა „ბუქარესტის ცხრიანის” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
12 ივნისს სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ჩავა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 10 ივნისს უნგრეთის პრეზიდენტი თამაშ სულიოკი რიგაში გამართულ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტს არ დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ორბანთან შეხვედრასა და მასთან ერთად ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგის განხილვას მოუთმენლად ელის. სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ კიევის დახმარების გაძლიერებასა და უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ყველა მოკავშირე დაეთანხმება.
ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.