მთავარიამერიკააშშაშშ უფლებას აძლევს აზოვის პოლკს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი

აშშ უფლებას აძლევს აზოვის პოლკს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი

შეერთებული შტატები ნებას მისცემს უკრაინის „აზოვის პოლკს”, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად – სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებას „ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს.

ვაშინგტონმა „აზოვის პოლკს” 2014 წელს აუკრძალა ამერიკული იარაღის გამოყენება, პოლკის ზოგიერთი წევრის მემარჯვენე ნაციონალისტური შეხედულებების გამო. მას შემდეგ პოლკი მთლიანად შევიდა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში და ახალ მეთაურობას დაექვემდებარა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ აზოვის მებრძოლებს ექნებათ ისეთივე წვდომა ამერიკულ იარაღზე, როგორც სხვა უკრაინულ დანაყოფებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „აზოვის პოლკი” გახდა ერთგვარი სიმბოლო უკრაინული წინააღმდეგობისა და ბრძოლისა. ისინი თვეების განმავლობაში იცავდნენ საპორტო ქალაქ მარიუპოლს, რომელიც დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ 2022 წლის მაისში დაეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend