უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსულ ულტრათანამედროვე სამხედრო თვითმფრინავზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 600 კილომეტრის მოშორებით ერთ-ერთ ავიაბაზაზე იყო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ ეს უკრაინული მხარის პირველი წარმატებული იერიშია რუსეთის ტერიტორიაზე.
⚡️ For the first time in history, a Russian Su-57 multirole fighter jet has been hit
It happened yesterday on the territory of the Akhtubinsk airfield in the Astrakhan region, located 589 kilometers from the front line.
The Su-57 is Russia's most advanced fighter jet, capable… pic.twitter.com/eCe0XngUfR
— NEXTA (@nexta_tv) June 9, 2024
ცოტა ხნით ადრე დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს მისცეს უფლება, მათი შეიარაღება შეზღუდული პირობებით გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად. ამასთან, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.
სუ-57-ის განადგურებასთან დაკავშირებით მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ასტრახანის რეგიონში 3 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 8 ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსების შეტევა ხარკივის რეგიონზე წარუმატებელი იყო. თუმცა ფაქტია, რომ რუსული ძალები მაინც წინ მიიწევენ.