ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში 4 მძევლის გათავისუფლების მიზნით ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდს 274 პალესტინელი ემსხვერპლა.
ცენტრალურ ღაზაში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოს სპიკერი ხალილ დეგრანი აცხადებს, რომ ისრაელის საოკუპაციო რეჟიმმა ნუსეირატის ბანაკში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. დაღუპულთა შორისაა 64 ბავშვი, 57 ქალი და 37 ხანში შესული მოქალაქე.
გათავისუფლებული მძევლები, სანამ 274-დღიანი ტყვეობის შემდეგ ოჯახში დააბრუნებდნენ, ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Palestine Red Crescent ambulance crews provided first aid to 12 injured individuals, including children, after the Israeli occupation targeted two residential apartments in the Maghazi camp in central #Gaza Strip.
📷Filmed by PRCS volunteer: Mousa Al_Qattawi pic.twitter.com/jmRSxlm41T— PRCS (@PalestineRCS) June 10, 2024
ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება 120 მძევალი, რომელთა ნახევარი ისრაელის, ვარაუდით, ჯერ კიდევ ცოცხალია.
ამავდროულად, ბენი განცმა, ისრაელის ომის კაბინეტის ცენტრისტულმა წევრმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ნეთანიაჰუ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჭეშმარიტ გამარჯვებამდე მივიდნენ. ეს ძალიან მტკივნეული და მხოლოდ მძიმე ფასის გადახდის გამართლების მცდელობაა. მისი აზრით, მთავრობამ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებაზე მაღლა მძევლების გათავისუფლება უნდა დააყენოს. სწორედ ამ მიზეზების გამო ტოვებს ბენი განცი ომის კაბინეტს.
ეს ნაბიჯი ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ჯერ კიდევ აკონტროლებს პარლამენტში უმრავლესობას. თუმცა ისრაელის ლიდერი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული თავის ულტრამემარჯვენე მოკავშირეებზე.
ყოფილი სამხედრო მეთაური „ჰამასის“ თავდასხმიდან მალევე შეუერთდა ნეთანიაჰუს მთავრობას. თუმცა განცმა შემდეგ განაცხადა, რომ დატოვებდა მთავრობას, თუ პრემიერ-მინისტრი ღაზაში ომის შემდგომ მკაფიო გეგმას არ წარადგენდა.