მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინას

საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინას

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგი ინსტრუქტორები უკრაინელი მფრინავების გადამზადებას დაიწყებენ.

ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღი, რუსული სამხედრო სამიზნეების გასანეიტრალებლად.

ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნორმანდიაში, „ნორმანდიის დესანტის“ 80 წლის აღსანიშნ ღონისძიებაზე გააკეთა. სადაც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდნენ.

„ჩვენ უკრაინას ფრანგულ გამანადგურებელ მირაჟ 2000-5ს გადავცემთ. რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ თავიანთი მიწა დაიცვან. ჩვენ ასევე საჰაერო თავდაცვისთვის გადავამზადებთ პილოტებს და თვითმფრინავებს გავგზავნით მათ დასახმარებლად.

ჩვენ ამ იდეას პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზებთ. მფრინავები ამ ზაფხულს დაიწყებენ წვრთნას, რასაც 5-6 თვე დასჭირდება და ამ წლის ბოლოს უკრაინას გადამზადებული მფრინავები ეყოლება.

უკრაინას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი იარაღი რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ. მათ ვეხმარებით იმიტომ, რომ გაანეიტრალონ ის სამიზნეები, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და შეიარაღებულ ძალებს“, -განაცხადა მაკრონმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 7 ივნისს, პარიზში საფრანგეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend