რუსული საოკუპაციო ძალები ხრსონის რეგიონსა და ქალაქ დნიპროს უტევენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრემლის საჰაერო იერიშების შედეგად კვლავ დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის იყო 6 თვის ჩვილი.
რუსები ბომბავენ ხერსონის რეგიონსაც. ქვეყნის ჩრდილოეთში, ხარკივში, მოსკოვის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი სამხრეთის ფრონტზე მყოფ უკრაინულ ძალებზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიმდინარე კვირას რუსეთი თავს დაესხა ქალაქ დნიპროს, რომელიც რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზია. უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ორი რაკეტის ჩამოგდება, თუმცა ნამსხვრევებისა და ჩამოცვენილი ფრაგმენტების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სკოლა.
I am grateful to every unit, commander, and soldier who helped stabilize the Kharkiv direction.
We make every effort, step by step, to ensure that Russia sees that we have the ability to respond to its every attempt to expand the war and increase pressure on Ukraine. And we… pic.twitter.com/VKsg0DjgKq
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 4, 2024
კრემლი უკრაინის სამხრეთით ხერსონსაც ბომბავს. მათ გასული 48 საათის განმავლობაში რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე 16 დასახლებაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე სახლი.
შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ კიევს მისცეს უფლება, დასავლური შეიარაღებით იერიშები მიიტანონ რუსეთის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი შედეგი მოჰყვება მიღებულ გადაწყვეტილებას.