არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ საქართველოს 8 რეგიონში მოხალისე მშობლების შერჩევას იწყებს. მთავარი მიზანი მშობელთა ასოციაციის მხარდაჭერით საკუთარი შვილების სასწავლო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაა.
მოხალისე მშობლები 1.5 წლის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას პროექტში „მშობელთა ჩართულობა შვილების განათლებაში“, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა, მეგი კავთუაშვილმა და მშობელთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, ნინო გონაშვილმა ისაუბრეს.