ზაფხულში განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრებისა თუ სხვა ეკოლოგიური კატასტროფების რისკი. კლიმატის ცვლილების პროცესში სულ უფრო მატულობს მეწყრებისა და წყალმოვარდნების მაჩვენებელიც.
როგორია ვითარება საქართველოში და რა საფრთხეებს ელოდებიან გარემოსდამცველები, ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ ეკოლოგმა ვახო ჩიტიშვილმა ისაუბრა.