მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი კვლავ საუბრობს შეერთებული შტატების ურთიერთობების გადახედვაზე საქართველოსთან.

მეთიუ მილერმა მედიასთან თქვა, რომ სანქციების დაანონსება და ფინანსური დახმარების შესახებ განხილვის დაწყება მხოლოდ რიტორიკა არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„დაახლოებით ორი კვირის წინ გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ეს მას შემდეგ, რაც საქართველომ კანონი მიიღო. ამას  სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის. ეს იმ დახმარებას ეხება, რომელსაც საქართველოს ვუწევთ. ბოლო რამდენიმე წელში, ბიუჯეტიდან დაახლოებით 390 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ახლა ეს დახმარებაც განხილვის საგანია. ასევე, საქმე ეხება პოტენციურ სანქციებს – სავიზო შეზღუდვებს, რის შესახებაც უკვე გამოვაცხადეთ. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როდის ამოქმედდება ეს სანქციები და რა ფორმით. ასე, რომ ამ საკითხზე ჩვენგან კიდევ უფრო მეტს გაიგებთ, თუმცა  არა დღეს“, – უთხრა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს.

ე.წ. „აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს დაუწესებს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ეს კანონი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend