1944 წლის 6 ივნისს, ზუსტად 80 წლის წინ, მოკავშირე ქვეყნების ჯარებმა ნორმანდიაში, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დესანტი გადასხა.
ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში, რომლის შედეგად საფრანგეთი ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლდა.
ეს კადრებიც იუტას სანაპიროზეა გადაღებული. პატივს მიაგებენ 4 400-ზე მეტი დაღუპულ ჯარისკაცისა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას.
ათობით წლის წინ მოკავშირეებმა ერთად შეძლეს ნაცისტური გერმანიის დამარცხება.
ახლა მოკავშირეები ისევ ერთიანდებიან თანამედროვე მტრის, პუტინის რუსეთის, წინააღმდეგ.
მოკავშირეები ახლაც ამბობენ, რომ დღესაც, ისევე როგორც 80 წლის წინ, ერთიანდებიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად.
Jill and I greeted 30 World War II veterans who fought on the shores of Normandy 80 years ago.
I thanked each of them for their service to our country.
On behalf of the American people, and as Commander-in-Chief, it is an honor to salute you here in Normandy once more. pic.twitter.com/PEQbxjbNMk
— President Biden (@POTUS) June 6, 2024
„ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები 80 წლის წინ ბნელ ძალებს ებრძოდნენ. ისინი ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრებიან. აგრესია და სიხარბე, დომინირებისა და კონტროლის სურვილი, ევროპაში მხოლოდ ერთ მაგალითს ვხედავთ ამ ყველაფრისა, რომელიც ამ წუთისთვის უკრაინას ებრძვის. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. უკრაინის მეზობელ და ასევე ევროპის ქვეყნებს ბოროტი ძალები ემუქრებიან, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ ამ უკანონო აგრესიას”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირას დაბრუნდება და განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას, ისევე როგორც მისი მეტოქე დონალდ ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი 2018 წელს ნორმანდიაში არ ჩასულა.
მაშინ გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპი გარდაცვლილ სამხედროებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენიც და ტრამპის ერთ თაობას წარმოადგენენ, მათ ევროპისა და ამერიკის ალიანსის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.