გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე გერმანია ომისთვის უნდა მოემზადოს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის 2029 წლისთვის”, – ციტირებს გერმანიის პარლამენტში ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებას.
პიტორიუსის განცხადებები მომდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოთქმული შიშის ფონზე, რომ რუსული აგრესია უკრაინის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება.
„არ უნდა დავიჯეროთ, რომ პუტინი უკრაინის საზღვრებთან შეჩერდება”, – განაცხადა პისტორიუსმა ოთხშაბათს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის არმიის მთავარმა ინსპექტორმა, გენერალმა კარსტენ ბრეიერმა განაცხადა, რომ რუსეთს 5-8 წელი დასჭირდება ძალების აღსადგენად.
მისი აზრით, სწორედ ეს არის ის ვადა, როდესაც ნატო მზად უნდა იყოს შესაძლო ბრძოლისთვის.