„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის ხელისუფლებას დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსიფიკაციაში ეხმარება” – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“, რუსული ოპოზიციური სტუდენტური ჟურნალისტ Doxa-სა და Kidmapping-ის ერთობლივ გამოძიებაზე დაყრდნობით.
A joint investigation by Russian opposition student journal DOXA and open-source outlet Kidmapping highlights the role of the Kremlin-backed Russian Orthodox Church (ROC) in Russifying Ukrainian children whom Russian authorities have deported to Russia. ⬇️ https://t.co/V5IFojFbGd pic.twitter.com/TjiNXs7wE8
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) June 5, 2024
გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ომის დაწყებისთანავე ოკუპანტებმა უკრაინის ბავშვთა სახლებიდან და პანსიონატებიდან ბავშვების გატაცება დაიწყეს. ისინი თავდაპირველად როსტოვის ოლქში გადაიყვანეს, სადაც მათ როსტოვის მიტროპოლიტიც ესტუმრა. მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვები ასევე იმყოფებოდნენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თავშესაფრებში ვორონეჟის რეგიონში, სადაც სასულიერო პირები და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული ოფიციალური პირები ატარებენ „სამხედრო-პატრიოტულ“ ღონისძიებებს ახალგაზრდა უკრაინელებისთვის.
დოკუმენტში ასევე საუბარია, კრემლის მიერ დანიშნულ ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ხელშეწყობისთვის. ნათქვამია, რომ ის დაქორწინებულია სასულიერო პირზე და მათ თავად იშვილეს მარიუპოლიდან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი.