ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში ფრანგი ინსტრუქტორების გაგზავნასთან დაკავშირებით კიევსა და პარიზს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ფრანგი ინსტრუქტორები რუსეთის შეირაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან, მიუხედავად იმისა, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან თუ უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა კონგოს რესპუბლიკაში, სადაც აფრიკული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
სერგეი ლავროვი ამჟამად ვიზიტებს მართავს აფრიკულ ქვეყნებში, კერძოდ, გვინეაში, კონგოსა და ჩადში, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ასევე საფრანგეთთან. რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმრა აფრიკის კონტინენტს.
რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ცდილობს აფრიკული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას. მოსკოვი იმაზეც თანახმაა, თუ ამ ქვეყნებს ნეიტრალური პოზიცია ექნებათ.