ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა.
„ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარემ, მარინე მიზანდარმა და პროექტის მოხალისემ, ირინე ლომაძემ ისაუბრეს.