ევროპარლამენტის არჩევნებაზე კონსერვატორების მოსალოდნელი გამარჯვების მიუხედავად, ,,ევრონიუსის” გამოკითხვები აჩვენებს, რომ რთული იქნება ისეთ ბლოკებთან გაერთიანება, რომ საბოლოოდ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს ევროპარლამენტში მანდატების გადანაწილების პროცესში.
ულტრაკონსერვატორები უყურებენ ზომიერ პოლიტიკურ ზონას, რათა დადონ პაქტი ევროკავშირის მომავალი საკანონმდებლო ორგანოსთვის.
„მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონიზე, უნდა გვესმოდეს, რომ ის ხელმძღვანელობას უწევს ევროპულ მემარჯვენეებს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ლიდერებზე, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის მეთაურებიც არიან, ამიტომ მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ფრანჩესკო სისმონდინმა.
Euronews-ის გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორებს ჰქონდათ კოალიციის შექმნის მცდელობა. ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ წევრია. პარტია ევროპარლამენტში „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაშია.
“ევროპაში შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, უკანასკნელი არ იქნება ამ კონტინენტზე”https://t.co/6NJo8TAIt1
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) June 4, 2024
ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა ჯორჯია მელონის გაერთიანება უკვე შესთავაზა, მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანეულ მაკრონის მთავარი ანტაგონისტია.
აქ საუბარია არა მხოლოდ მანდატების რაოდენობაზე, არამედ ევროკავშირის პოლიტიკურ ორიენტაციაზე. სტრატეგიები განსხვავდება სამხრეთ ფლანგსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ ნაწილებს შორის.
Euronews-ის გამოკითხვის მიხედვით, მთავარი პოლიტიკური პარტიები რთული ამოცანის წინაშე დგანან, მათ მომავალი ევროპული პარლამენტი უნდა მართონ.