მთავარიმსოფლიოევროპაორი დღე ევროპარლამენტის არჩევნებამდე

ორი დღე ევროპარლამენტის არჩევნებამდე

ევრონიუსის წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ერთი რამ აშკარაა: 6-9 ივნისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტს მკაფიო მემარჯვენე უმრავლესობა ეყოლება.

შესაბამისად, კონსერვატიული ბანაკს, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტებსაც და ულტრამემარჯვენეებსაც მოიცავს – შიდა განხეთქილების გადალახვა და ფუნქციური ალიანსის შექმნა მოუწევს.

მოსალოდნელია, რომ ულტრა-მემარჯვენეები უმნიშვნელო გამარჯვებას მხოლოდ და მხოლოდ სამ ქვეყანაში მოიპოვებენ. ეს არის კვიპროსი, ლუქსემბურგი და მალტა. ხოლო სხვა ქვეყნებში, ბევრ დიდი ევროპულ ქვეყანაში, სწორედ ეს პარტიები ლიდერობენ.

ამავდროულად, სტაბილურად იზრდება სოციალისტური პარტიებისადმი მხარდაჭერა, ხოლო პარტია განაახლე ევროპის ლიბერალ-დემოკრატებისადმი მხარდაჭერა მკაფიო კლებას განიცდის.

ევრონიუსის ჟურნალისტები მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საემიგრაციო პოლიტიკას, კლიმატის ცვლილებასა და ფასების ზრდასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო, თავდაცვა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ამომრჩევლებისთვის, ისევე როგორც შემდეგი ევროკომისიის და ევროპარლამენტისთვის.

როგორც ევრონიუსის ჟურნალისტები იუწყებიან, ევროპაში ხვდებიან, რომ ეს ომი გაგრძელდება და საფუძვლიანი შიში არსებობს, რომ ეს შეიძლება კონტინენტის ერთადერთი კონფლიქტი არ აღმოჩნდეს.

ევროპაში ხვდებიან, რომ მათ თავდაცვას და უსაფრთხოებას აშშ ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ ევროკავშირს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა დასჭირდება.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის დღის წესრიგში, პირველ რიგში, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დანიშვნა იქნება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის ასარჩევად აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა არის საჭირო.შემდეგ მათ უნდა აირჩიონ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრებიც. ევროკომისრების ასარჩევად მათ მოუწევთ ინტერვიუების ჩატარება ამ თანამდებობის დაკავების მსურველებთან.

ამის შემდეგ ევროპარლამენტარები დაიწყებენ ბლოკის კანონპროექტების შემუშავებაზე მუშაობას. მათ ფუნქციებში შედის კანონპროექტებზე დისკუსია, შესწორებების შეტანა და საბოლოოდ ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიერ წარდგენილ პროექტებზე მოლაპარაკებების გამართვა და კონსენსუსის მიღწევა.

პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლადაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend